წიგნი და კომპიუტერი
1.პროექტის სახელწოდება
ჩაენაცვლა თუ არა კომპიუტერი წიგნს?
2.პროექტის მთავარი იდეა.
მოსწავლეებმა შეძლონ წიგნთან და კომპიუტერთან თანაბარ პიპობებში თანამშრომლობა და გამოიყენონ ისინი სასწავლო მიზნებისთვის.
3.პროექტის აქტუალობა: პროექტი აქტუალურია,რადგან ჩატარდება კვლევა თუ რამდენად ხშირად იყენებს ახალგაზრდობა კომპიუტერს სასწავლო მიზნებისთვის და რა ადგილი უჭირავს წიგნს, მხატვრულ ლიტერატურას მათ ცხოვრებაში.
4.პროექტის მიზნები: 1) მოსწავლეებმა კარგად გაითავისონ წიგნის როლი, შეიყვარონ მხატვრული ლიტერატურა. 2) ხშირად გამოიყენონ კომპიუტერი სასწავლო მიზნებისთვის.
5. მოსწავლეთა ასაკი. 16-17 წელი.
6.ვადები/ხანგრძლივობა: 1თვე
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას:
პროექტის განხორციელების მიზნითმოსწავლეები ჩაატარებენ კვლევას; აიღებენ ინტერვიუს მათთვის საინტერესო რესპოდენტებისგან; დაგეგმავენ ლიტერატურულ საღამოებს;მოაწყობენ ლიტერატურული გმირების პრეზენტაციას სლაიდებით და ასევე განასახიერებენ მათ როლებს; გამოუშვებენ გასეთებს სადაც გამოაქვეყნებენ ჩანახატებს, შთაბეჭდილებებს,,საკუთარ პუბლიცისტურ წერილებს პროექტის თემის ირგვლივ; გაუჩნდებათ ,,კარცერ ლუქსის“ შექმნის იდეა, მხოლოდ შეცვლილი ფორმატით, ვიდრე ეს გ. დოჩანაშვილის ნაწარმოებშია და ა. შ.
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ფოტოაპარატი, მიკპოფონი ჩამწერით, ვიდეოკამერა, კომპიუტერი, პროექტორი.
9.პროექტის მსვლელობა / ძირითადი აქტივობები.
პროექტზე მომუშავე მოსწავლეებს დავყოფ 5 ჯგუფად: I ჯგუფს ევალება აიღოს ივტერვიუ სხვადასხვა თაობის რესპოდენტებისგან, მიიღონ პასუხები კითხვებზე: 1) რაარის მათთვის წიგნი, კომპიუტერი? 2) რამდენ ხანს ატარებენ წიგნთან, კომპიუტერტან? 3) რა მიზნებისთვის იყენებენ კომპიუტერს? 4) ბოლოს რა წიგნი წაიკითხეს და როდის? 5)ბოლოს როდის და რამდენ ხანს ისხდნენ კომპიუტერთან? 6) რომელ მწერალთან ან ლიტერატურულ გმირთან ისურვებდნენ შეხვედრას?
II ჯგუფს ევალება ერთგვარი ინტერაქტივის საფუძველზე შეარჩიოს სამი ყველაზე სასურველი მწერალი, კარგად გაეცნოს მათ შემოქმედებას და ისტის გამოყენებით მოაწყონ მათი ნაწარმოებების პრეზენტაცია.
III ჯგუფს ევალება მოძებნონ და დაუკავშირდნენ საკუთარი სოფლის, რაიონის წარმომადგენელ მწერლებს, პოეტებს და მოაწყონ მათთვის ლიტერატურული საღამო.
IV ჯგუფს ევალება ,,კარცერ ლუქსის“ მოწყობა,სადაც წაიკითხავენ სხვადასხვა საინტერესო ნაწარმოებს, მოიძევენ შესაბამის ფოტო და ვიდეომასალას და აჩვვენებენ პროექტორით. აქვე შერჩეული მოსწავლეები განასახიერებენ წაკითხული ნაწარმოების პერსონაჟებს.
V ჯგუფს ევალება გამოსცეს გაზეთი პროექტის თემაზე,სადაც განთავსებული იქნება ინტერვიუები, ჩანახატები, შთაბეჭდილებები, პუბლიცისტური წერილები (ყველაფერი ეს კი გამდიდრებული იქნება ინტერნეტში მოძიებული მასალით).
10. საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ხელოვნება , ისტი.
პროექტის დაგეგმვა ; წინასწარი კვლევები და მათი შედეგები; პროექტის წერილობითი გაფორმება და პრეზენტაცია. სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენება სასწავლო პროექტის პრეზენტაციისთვის;პროექტის ორგანიზება და წარდგენა აუდიტორიის წინაშე ; ინფორმაციის მოპოვება ისტის გამოყენებით; პრობლემის გადაჭრა.
11.პროექტის ხელმძღვანელი: ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ქეთევან ტატუაშვილი.
12. Qetiniako@gmail.com
13. პროექტის ვებ- გვერდი/ბლოგი: Qetiniako blogspoot.com.
No comments:
Post a Comment